დაძაბული სამხედრო და პოლიტიკური ვითარება უკრაინაში
ახალი ომის თავიდან ასაცილებლად დიპლომატიური ძალისხმევა კიდევ უფრო აქტიურდება. არაერთი მსოფლიო ლიდერის ვიზიტის შემდეგ კიევში დღეს გერმანიის კანცლერი ჩავიდა. უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში ბერლინი მოსკოვს რუსეთისთვის სერიოზული შედეგების დადგომაზე აფრთხილებს. კიევი კი ბერლინისგან დაცვის იურიდიულ გარანტიებს ითხოვს. საკმაოდ მკაფიო და მძიმე განცხადებებს, რომლებიც ვოლოდიმერ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გაკეთდა, ვლადიმერ პუტინი ხვალ პირადად მოისმენს. გერმანიის კანცლერი კიევიდან პირდაპირ მოსკოვში მიდის. შოლცის მთავარი გზავნილია, რომ რუსეთმა და უკრაინამ სიტუაციის დეესკალაციისთვის პირდაპირი მოლაპარაკებები დაიწყონ. ომის ზღვარზე მყოფ უკრაინაში დღის წესრიგის კიდევ ერთი მთავარი თემა ხდება დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩის განცხადება, რის გამოც ოფიციალურ კიევს არაერთი განმარტების გაკეთება უწევს. მაშინ, როცა მოსკოვი დასავლეთს აღმოსავლეთით ნატოს გაფართოების გამოსარიცხად იურიდიულ გარანტიებს სთხოვს, უკრაინის ელჩი არ გამორიცხავს, რომ გაზრდილი საფრთხეების გამო მისმა ქვეყანამ ალიანსში გაწევრიანებაზე უარი თქვას. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
🔴 ალტ-ანალიტიკა (06.02.2024)
info news
#მოამბე 21 საათზე, 15 აპრილი, 2024 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მორიგი ბრალდებები უკრაინიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მორიგი ბრალდება კიევიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეტაკებები კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის აგრესია - გამოწვევა ევროპული უსაფრთხოებისთვის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster