მორიგი ბრალდებები უკრაინიდან

12.01.2023 07:47

უკრაინიდან ბრალდებების სერია გრძელდება. კიევი ამჯერად ოფიციალური თბილისის მხრიდან საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „ბუკის“ გადაცემაზე უარმა გააღიზიანა. რიტორიკა უცვლელია. ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი საქართველოს ხელისუფლებას რუსეთთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს, ქართველ ხალხს არჩევნებზე გაკეთებულ არჩევანს უწუნებს და ქართული მხარის პოზიციონირებას უკრაინისადმი უპატივცემულობის დემონსტრირებად მიიჩნევს. „ბუკის“ სისტემა, რომლის გადაცემა კიევმა თბილისს ცოტა ხნის წინ სთხოვა, ორი ქვეყნის მთავრობებს შორის ისედაც დაძაბული ურთიერთობის კიდევ უფრო გამწვავების მიზეზი გახდა. უკრაინის ხელისუფლებასთან ერთად ოპოზიციის ნაწილისთვისაც არ არის საკმარისი არგუმენტი თავდაცვის უწყების ის განმარტება, რომლის მიხედვით „ბუკის“ სისტემა საქართველოს უკრაინამ 2007 წელს მიჰყიდა და არა აჩუქა. უნდა ეხმარებოდეს თუ არა უკრაინას სამხედრო შეიარაღებით საქართველო, რომლის ტერიტორიები რუსეთის მიერ ოკუპირებულია და წლებია, რუსეთის აგრესიის საფრთხის ქვეშ არის - ამ კითხვაზე პოლიტიკურ სპექტრში პოზიციები იყოფა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

მორიგი უსაფუძვლო ბრალდება უკრაინიდან
07:46

მორიგი უსაფუძვლო ბრალდება უკრაინიდან

TV IMEDI

უკრაინული მხარის მორიგი ბრალდება
07:37

უკრაინული მხარის მორიგი ბრალდება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

სანქციები და რუსული ფულის კვალი - მორიგი პოლიტიკური ბრალდებები
06:56

სანქციები და რუსული ფულის კვალი - მორიგი პოლიტიკური ბრალდებე...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

უკრაინელი მაღალჩინოსნის მორიგი ბრალდება და პასუხი თბილისიდან
07:36

უკრაინელი მაღალჩინოსნის მორიგი ბრალდება და პასუხი თბილისიდან

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მორიგი ბრალდება მტკიცებულებების გარეშე
07:49

მორიგი ბრალდება მტკიცებულებების გარეშე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მორიგი ბრალდება კიევიდან
07:26

მორიგი ბრალდება კიევიდან

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მორიგი ბრალდებები დავით გარეჯის ირგვლივ - „ოცნება“  ოპოზიციას მოღალატეობრივ განზრახვაში ადანაშაულებს
03:27

მორიგი ბრალდებები დავით გარეჯის ირგვლივ - „ოცნება“ ოპოზიცია...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

მორიგი ბრალდებები „ნაციონალური მოძრაობის“ მისამართით
06:50

მორიგი ბრალდებები „ნაციონალური მოძრაობის“ მისამართით

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო