საერთაშორისო სამეცნიერო ფესტივალი

25.08.2022 02:00

რიგით მეექვსე საერთაშორისო სამეცნიერო ფესტივალი „სტარმუსი“ 5 სექტემბრიდან სომხეთში გაიმართება. „50 წელი მარსზე“, - ასეთია წლევანდელი ფესტივალის მთავარი თემა, რომელიც დისკუსიებს, სემინარებს, კულტურულ ღონისძიებებს და გასვლითი სამეცნიერო ბანაკების სტუმრობას მოიცავს. სიმპოზიუმში, რომელიც მეცნიერებასა და ხელოვნებას აერთიანებს, მონაწილეობას 50-ზე მეტი ცნობილი მეცნიერი და მუსიკოსი მიიღებს, მათ შორის ნობელის პრემიის ლაურეატები, ქიმიკოსები, ფიზიკოსები, ნეირობიოლოგები და ასტროფიზიკოსები. ერთ-ერთ პანელურ დისკუსიას ქართველი ჟურნალისტი, სოფო შევარდნაძე გაუძღვება. ფესტივალი სომხეთის პრეზიდენტის ეგიდით გაიმართება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: