სტუდენტური ქორეოგრაფიული ფორუმ-ფესტივალის „ტერფსიქორე - 2018“ დასკვნითი კონცერტი
2018 წლის 28 აპრილს, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დიმიტრი ალექსიძის სასწავლო თეატრის სცენაზე სტუდენტური ქორეოგრაფიული ფორუმ-ფესტივალის „ტერფსიქორე - 2018“ დასკვნითი კონცერტი და ფესტივალის მონაწილეთა დაჯილდოვება გაიმართა. საკონცერტო პროგრამაზე წარმოდგენილი იყო ოცი ქორეოგრაფიული ნომერი, რის შემდეგაც მონაწილეთა დაჯილდოვება გაიმართა. საფესტივალო პრიზით, დიპლომებითა და ბრენდირებული სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ: შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლი „დავლათი“ - სამხატვრო ხელმძღვანელი გოგა მოსია, ქორეოგრაფები: ნიკა ჯანაშია და თეა მიქიაშვილი; მსახიობ-მოცეკვავეები და აკომპანიატორები; სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი „ახალციხე“ - ხელმძღვანელი - სამსონ მენაბდიშვილი, სამხატვრო ხელმძღვანელი - ლია მენაბდიშვილი, ქორეოგრაფები: ქრისტინე მენაბდიშვილი და შალვა ჩოჩუა და მსახიობ-მოცეკვავეები; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხალხური ცეკვის ანსამბლი „უნივერსიტეტი“- ქორეოგრაფები: დავით კიკვაძე, ეთერ კლდიაშვილი, ზვიად თაყაიშვილი, მსახიობ-მოცეკვავეები და აკომპანიატორები; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქორეოგრაფიულ ანსამბლი „მერანი“ ქორეოგრაფები: ღირსების ორდენის კავალერები_ თეიმურაზ კობახიძე და ნინო ლაზიშვილი, მსახიობ-მოცეკვავეები და აკომპანიატორები; სოხუმის უნივერსიტეტის ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლი „მირონი“, ქორეოგრაფი დავით ნადარეიშვილი და მსახიობ-მოცეკვავეები; საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი „სეუ“ , ქორეოგრაფი კახა დგებუაძე, მსახიობ-მოცეკვავეები და აკომპანიატორები; თბილისის მერიის სერგო ზაქარიაძის სახელობის ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნების კოლეჯთან არსებული თანამედროვე ქორეოგრაფიის თეატრი ,,იმპულსი’’. ქორეოგრაფი- თინათინ ქოიავა და მსახიობ-მოცეკვავეები ; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თანამედროვე და სამეჯლისო ცეკვების ანსამბლი „ვეგა“ - ქორეოგრაფი ია კვირიკაშვილი და მსახიობ-მოცეკვავეები; შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული სახალხო ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,როკვა’’ , სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი ქორეოგრაფი - უჩა დვალიშვილი, რეპეტიტორი - ლევან ალიაშვილი და მსახიობ-მოცეკვავეები; შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული მიმართულების მეორე და მეოთხე კურსის სტუდენტები; ჩვენი უნივერსიტეტის სტუმრები ყაზახეთიდან - ბეკზატ ბაკიტზანოვი და აბაიბოლ ომარბეკოვი. კომპანია „დეკა“ , - „ტრადიციული სამოსის თანამედროვე აქსესუარების“ ორიგინალური ექსპონატების გამოფენისთვის. ქორეოგრაფიული მიმართულების მეოთხე კურსის სტუდენტი - გაბრიელა ხვედელიძე, მხატვრული ნამუშევრების გამოფენისთვის; ფესტივალის სამეცნიერო კონფერენციის მომხსენებლები; ფესტივალის მასტერკლასების: მარიამ ალექსიძის მასტერკლასის, ასევე, ქეთევან ზაზანაშვილისა და ანი ღვინიაშვილის ვორქშოპის მონაწილეები. ცეკვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სტუდენტური ქორეოგრაფიული ფორუმ-ფესტივალი „ტერფსიქორე - 2018“ უკვე მეექვსედ აღინიშნა, რომელიც თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურისა და საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი თანადგომით განხორცილდა. ფესტივალი ინიცირებულია დრამის ფაკულტეტის ქორეოგრაფიული დეპარტამენტის მიერ. პროექტის ორგანიზატორი _ საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული დეპარტამენტი და სტუდენტური თვითმმართველობა იდეის ავტორი და კოორდინატორი _ ანანო სამსონაძე (ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, ქორეოგრაფ-ქორეოლოგი) პროექტის ხელმძღვანელი _ ეკატერინე გელიაშვილი (ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, ქორეოგრაფიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი) პროექტის საორგანიზაციო ჯგუფი და სეგმენტ კოორდინატორები : თათა თავდიშვილი, ბელა ნოზაძე, ხათუნა ტაბუცაძე, ია ლორთქიფანიძე, ანა ღვინიაშვილი, ალეკო გელაშვილი, თამარ გეგეშიძე, სოფიკო კიკაბიძე. იხ. წყარო: chub1na.ge https://www.facebook.com/chub1na.ge/v...
TAFU EDU-ის სხვა ვიდეოები
თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ეტიუდებ...
რეჟისორი გიორგი შალუტაშვილი პოლონეთში ჩატარებული მ...
HB STUDIO-ს პროგრამების დირექტორის ქეროლ როზენფელდ...
ალბერ სერას ვიზიტი საქართველოში/“ავანსცენა“/რადიო...
01:01:44
საინფორმაციო ონლაინ შეხვედრა 2020-2021 სასწავლო წლ...
11:29
რეჟისორი გიორგი შალუტაშვილი - თეატრისა და კინოს უნ...
02:08
მაია მიქაბერიძე - ღონისძიება თეატრისა და კინოს სახ...
05:54
კობა კალანდაძის მასტერკლასი საგუნდო არანჟირებაში -...
მსგავსი ვიდეოები
ანანო სამსონაძე - სტუდენტური ქორეოგრაფიული ფორუმ-ფესტივალის...
TAFU EDU
სტუდენტური ქორეოგრაფიული ფორუმ–ფესტივალი ,,ტერფსიქორე"
TV religia
სტუდენტური ქორეოგრაფიული ფორუმ-ფესტივალი ტერფსიქორე-2019
Art-folk Union of Culture and Art Development
იწყება სტუდენტური ქორეოგრაფიული ფორუმ-ფესტივალი „ტერფსიქორე...
საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნება
✔ სტუდენტური ქორეოგრაფიული ფორუმ-ფესტივალი ტერფსიქორე / გალა...
chub1na.ge
✔ სტუდენტური ქორეოგრაფიული ფორუმ-ფესტივალი ტერფსიქორე / დღე...
chub1na.ge
„ტერფსიქორე 2022“ - სტუდენტური ქორეოგრაფიული ფორუმ-ფესტივალი
TV IMEDI
სტუდენტური ქორეოგრაფიული ფორუმ-ფესტივალ „ტერფსიქორე 2021“ -...
საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნება