კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლები

კორონავირუსით კიდევ 83 ადამიანი გარდაიცვალა. ასეთია დღევანდელი სტატისტიკა. გამოვლინდა ინფიცირების 2 684 ახალი შემთხვევა, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 6.95 პროცენტია. თბილისში ვირუსი 1 080 ადამიანს დაუდასტურდა, 200-ზე მეტი შემთხვევა აღირიცხა რამდენიმე რეგიონში, მათ შორის აჭარაში, იმერეთში, ქვემო ქართლში, სამეგრელო - ზემო სვანეთსა და კახეთში. ამ ეტაპზე ინფიცირების 45 688 აქტიური შემთხვევაა, მათგან 1 575 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

მსგავსი ვიდეოები