კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლები

30.01.2022 01:25

კორონავირუსის დღიური გავრცელების სტატისტიკა კვლავ საგანგაშოდ მაღალია. გასული დღე-ღამის მანძილზე, ინფიცირების კიდევ 17 265 ახალი შემთხვევა აღირიცხა, გარდაიცვალა 34 პაციენტი, სულ კი, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ჩვენს ქვეყანაში „კოვიდ-19“-ს ჯამში 14 945 მოქალაქე ემსხვერპლა. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, ციფრი ამ შემთხვევაშიც ისევ მაღალია და 24.95% შეადგენს. დღეს დადასტურებული ფაქტებიდან 8 980 გამოვლინდა თბილისში, აჭარა - 1 913, იმერეთი - 2 247, ქვემო ქართლი - 870, შიდა ქართლი - 679, გურია - 264, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 944, კახეთი -657, მცხეთა-მთიანეთი - 408, სამცხე-ჯავახეთი - 266, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 37. ამ ეტაპზე მძიმეა 1 000 პაციენტის მდგომარეობა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 272 მოქალაქე. 2 061 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 156 - თბილისში, 639 - აჭარაში. 139 275 ინფიცირებული კი მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო