კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლები

23.01.2022 00:43

კორონავირუსის 9 696 ახალი შემთხვევა და 28 გარდაცვლილი - ასეთია ბოლო 24 საათის სტატისტიკა. საქართველოში გასულ დღეს დაფიქსირებული 11 ათასზე მეტი შემთხვევის შემდეგ, ეს მაჩვენებელი შედარებით შემცირებულია, თუმცა, უქმე დღის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ ვითარება არ შეცვლილა და ისევ საგანგაშოა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 20.28 პროცენტია. დღეს გამოვლენილი შემთხვევებიდან, თბილისში 5 646 ინფიცირებული აღრიცხეს, აჭარაში - 1 136, იმერეთში - 1 074, დანარჩენ რეგიონებში შედარებით დაბალი მაჩვენებლებია. ამ ეტაპზე ქვეყანაში 74 600-ზე მეტი ინფიცირებული მკურნალობს, ათასამდე პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო