დასავლეთი რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ


მომავალ კვირას რუსეთი ამერიკის შეერთებული შტატებისგან წერილობით პასუხს მიიღებს იმ მოთხოვნებზე, რაც რამდენიმე კვირის წინ ოფიციალურმა მოსკოვმა ნატო-ს გაფართოებასთან დაკავშირებით წამოაყენა. როგორც ვაშინგტონში ამბობენ, წერილი არ იქნება პრინციპების დათმობა. ამერიკის პრეზიდენტი ახლა ამ საკითხზე უსაფრთხოების გუნდთან ერთად მსჯელობს.

ოფიციალური მოსკოვი კი ამერიკასა და ევროპელ პარტნიორებს რუსეთის წინააღმდეგ ტოქსიკური კამპანიის დაწყებაში ადანაშაულებს. დასავლეთში ჯერ კიდევ აქვთ იმედი, რომ რუსეთის აგრესიის შესაკავებლად დიპლომატიური მცდელობა საკმარისი იქნება, თუმცა, პარალელურად, უკრაინისთვის თავდაცვითი შეიარაღების მიწოდება გრძელდება.

გამონაკლისია გერმანია, რომელმაც კიევისთვის იარაღის მიწოდების ნებართვა არ გასცა, რასაც მწვავე კრიტიკით გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი. დიმიტრო კულება ოფიციალურ ბერლინს მოუწოდებს, არ წაახალისოს რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ.


ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან