ნიგვზიანი შაქარლამის ნახევარმთვარეები. გადაჭარბების გარეშე არის დაუვიწყარი სიგემრიელე

11.09.2021 04:39

შაქარლამის ნიგვზიანი ნახევარმთვარეები შაქარლამა ყველას გვიყვარს, მაგრამ ნიგვზიანი შაქარლამის ნახევარმთვარეები წარმოუდგენელი გემრიელობაა. ▶️ ვიდეორეცეპტი-    • ნიგვზიანი შაქარლამის ნახევარმთვარეები...   ინგრედიენტები 📌150 გრ.კარაქი 📌1 კვერცხი 📌200 გრ.შაქარი 📌2ს.კ.მაწონი ან არაჟანი 📌ვანილი 📌2ჭ. ფქვილი 📌ნახ.ჩ.კ.სოდა ან 1ჩ.კ. გამაფხვიერებელი 📌შაქრის პუდრა 📌150 გრ.ნიგოზი 📌1ს.კ.სახამებელი მომზადება 150 გრ. რბილი შაქარი ავსრისოთ 100 გრ. შაქარში, აქვე დავამატოთ 1 კვერცხის გული, ვანილი, მწიკვი მარილი, 2ს.კ. მაწონი ან არაჟანი და 2 ჭ. ( 250-იანი) ფქვილში არეული ნახ.ჩ.კ.სოდა. მოვზილოთ ზომიერად მაგარი ცომი. ცომი ჩავდოთ მაცივარში 30 წთ. 📌 მოვამზადოთ გულსართი: გატარებული ან დაქუცმაცებული ნიგოზი, ( შეგიძლიათ თხილიც.ასევრ უგემრიელესია ნუთელათი) 100,გრ.შაქარი, 1ს.კ. სახამებელი და 1 კვერცხის ცილა ავურიოთ. გულსართი მზადაა. ცომი გავყოთ ბურთულებად. ბურთულები სათითაოდ ოდნავ გავაბრტყელოთ და ჩავდოთ 1ჩ.კ. გულსართი. პელმენივით თუ კვერებივით მივუწებოთ გვერდები. შემდეგ კი გავაკეთოთ მისგან ნახევარმთვარე. (ნახეთ ვიდეორეცეპტში ⬆️⬆️⬆️) 🕙♨️ ნახევარმთვარეებს ვაცხობთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე. ☑️ არ ვამუქებთ! შეგრილებულ ნახევარმთვარეებს ვათავსებთ ჯამში და ვაყრით შაქრის პუდრას, ამოვურევთ კარგად , რომ ყველა ნახევარმთვარე ამოიგანგლოს შაქრის პუდრაში. უგემრიელესი დესერტია, რომლის მირთმევისას ძნელია გაჩერდე. 🧑‍🍳🏠📺მეტი რეცეპტების სანახავად ეწვიეთ : ☑️ფეის-გვერდი:   / shin2975   ☑️ინსტაგრამ- გვერდი: https://instagram.com/shinauruli_home... ▶️იუთუბი არხი:    / @shinauruli

გაზიარება: