გვარის ისტორია - კაკაჩია

02/19/2017
Radio Atinati-ის მიერ

კაკაჩია იმ მეგრულ საგვარეულოთაგანია, რომლებიც აფსართა მიერ აფხაზეთის დაპყრობის შემდეგ ქრისტიანობის შენარჩუნების მიზნით სამეგრელოს შემოეხიზნენ და აქ დამკვიდრდნენ და მსგავსად ათობით პროტოაფხაზური (ანუ მეგრულ-ჭანურის ერთერთ კილოზე მოლაპარაკე ნამდვილ აფხაზთა) საგვარეულოებისა არ გააფსარდნენ.
კაკაჩიების მსგავსად გააფსარებას გამოქცეული არაერთი პროტოაფხაზური გვარი დამკვიდრდა სამეგრელოში XV-XVII საუკუნეებში. ასეთი გვარებია მაგალითად გურგული, შერგილაია (შენგელაია), კიკალია, ლადარია, ლასურია, ქიშმარია, საგულია (რომელიც სამეგრელოში სონგულია-დ იქცა), და სხვა.

იქ, აფხაზეთში, კაკაჩიები, როგორც XVII საუკუნის მიწურულის ერთი დოკუმენტიდან ირკვევა სოფელ ქიაჩის მკვიდრნი ყოფილან. იქიდან კი ობუჯში დამკვიდრებულან. 1995 წლის მონაცემებით თელს საქართველოში 899 კაკაჩია ცხოვრობდა პ.ცხადაიას ცნობით ზოგი კაკაჩია კაკაჩაშვილად დაწერილა.

გვარსახელ კაკაჩიას ეტიმოლოგიის შესახებ რამოდენიმე მოსაზრება არსებობს. სულხან საბას განმარტებით კაკაჩი არის ,,ღამე მთოვარით ნათელი”. პროფ. კორნელი დანელიას აზრით ეს სიტყვა ბგერადობით მეგრულ-ჭანური იერისაა და იმის გათვალისწინებით, რომ ქართულის შ ბგერას მეგრულში კანონზომიერეად ჩ შეესატყვისება ის ქართულ(ი) კაშკაში-ს ზანური შესატყვისი ჩანს. კაკაჩი იგივე მნიშვნელობისა ყოფილა, რაც მეგრულში თუთარჩელაა. ის მეგრულშიც დასტურდება. მაგ. კაკაჩია სერი – მთვარით განათებული ღამე, მეორეგვარად თუთარჩელა

ისტორიკოსის და მკვლევარის აბესალომ ტუღუშის გამოუქვეყნებელი მასალების მიხედვით მომზადებული რუბრიკა \"გვარის ისტორია\" შეგიძლიათ მოისმინოთ ყოველ ორშაბათს და ხუთშაბათს 8.05-ზე რადიო „ათინათის“ ეთერში

რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI...
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან