შემთხვევა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ აბასთუმანში, დევნილთა ჩასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე მამა-შვილი დაჭრეს. შემთხვევა წუხელ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, შვილი სამართალდამცველებმა იმ დროს დაჭრეს, როცა ოკუპირებული გალიდან გადმოდიოდა, სავარაუდოდ, მას დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტი გადმოჰქონდა. ასევე, დაჭრილია ახალგაზრდა მამაკაცის მამა, რომელიც შვილს საქართველოს მიერ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დახვდა. არსებული ინფორმაციით, ისინი არ დაემორჩილნენ პოლიციას, რის შემდეგაც მათი მისამართით გაისროლეს. დაჭრილი მამა-შვილი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები არიან მობილიზებული და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ნივთმტკიცებად ამოღებულია უაქციზო სიგარეტი. საქმეზე დაწყებულია გამოძიება. მომხდართან დაკავშირებით, ოფიციალური განმარტება შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გაუკეთებია. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ზუგდიდში ძლიერი წვიმის შედეგად საცხოვრებელი სახლების პირველი...
Radio Atinati
კორონავირუსის შემთხვევა ლენტეხში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჩხოროწყუში ახალგაზრდა მამაკაცს მანქანაში ხელყუმბარა აუფეთქდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სვანეთში კორონავირუსი 17 პირს დაუდასტურდა
Radio Atinati
კორონავირუსი - ვითარება საქართველოს რეგიონებში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ცაიშში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაიწვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ლაშა გოგია წითლიძეს: მამაკაცი რომ იყო, შეგაგინებდი
Radio Atinati
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში ლი...
Radio Atinati