ზუგდიდში ძლიერი წვიმის შედეგად საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დაიტბორა
ზუგდიდში, რამდენიმე ქუჩაზე, ძლიერი წვიმის შედეგად საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზე წყალი შევარდა. რამდენიმე ათეული სახლის პირველი სართულები დატბორილია დიმიტროვისა და ბერიას ქუჩებზე, ასევე კუჩხობონის უბანში. ბერიას ქუჩაზე, სახლებში წყალი დილის 7 საათზე შევიდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ეს პირველი შემთხვევა არ არის და არსებულ სიტუაციას სანიაღვრე არხების არასწორი მოწყობა იწვევს. მათივე ცნობით, ადგილზე ქალაქის მერიის სამსახურების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, თუმცა, განუცხადეს, რომ ამ ეტაპზე მათ დახმარებას ვერ შეძლებენ.„წლებია, ეს პრობლემები გვაქვს და ამის სესახებ იცის პირადად მერმაც, მაგრამ ამას საშველი არ დაადგა. არასწორად არის ეს სანიაღვრე სისტემა დაპროექტებული. პირველი სართულები დატბორილია და წყალს შერეულია ფეკალური მასები. სიბინძურეა და ინფექციის საფრთხეა“, - უთხრა რადიო "ათინათს" ადგილობრივმა ციცო ყურაშვილმა.მცხოვრებლები დახმარებას ადგილობრივი ხელისუფლებას სთხოვენ. მერიაში აღნიშნული ტერიტორიის შესახებ ამბობენ, რომ სანიაღვრე არხის რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოები დასრულებულია. „ტენდერის დასრულების შემდგომ დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები. რეაბილიტაციის დასრულება სავარაუდოდ მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში იგეგმება“.ქალაქის ტერიტორიაზე ამ დროისთვის არსებულ სიტაუციას, მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შესაბამისი სამსახურები შეზღურდული რესურსებით მუშაობენ. „ამ წუთისათვის მერიის ცხელ ხაზზე 13 შეტყობინებაა შემოსული ეზოების დატბორვის თაობაზე. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური და მერიის შესაბამისი სამსახურები, აგრეთვე კეთილმოწყობის ცენტრის თანამშრომლები. მნიშვნელოვანი ზიანის შესახებ, ჯერჯერობით, ინფორმაცია არ არის შემოსული“, - უთხრა რადიო „ათინათს“ პრესსამსახურის ხელმძღვანელმა მაია ღუბელაძემ. ცნობისთვის, ზუგდიდსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მთელი ღამის განმავლობაში ძლიერმა წვიმამ სხვადასხავ პრობლემა შექმნა. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ძლიერი სტიქიის შედეგები ზუგდიდში
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
ავარიის გამო ზუგდიდში 560-მდე აბონენტს გაზი არ მიეწოდება
Radio Atinati
აფეთქება "გალფის" ბენზინგასამართ სადგურზე
Radio Atinati
განახლებული ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ძველი პრობლემებით
Livepress. ge
ხანძარი ზუგდიდში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მშრომელთა საერთაშორისო სოლიდარობის დღე - აქცია ზუგდიდში
Radio Atinati
გაშიფრული პოლიტიკური თამაშები თუ "პატრიოტთა ალიანსის" პოლიტი...
Radio Atinati
ზუგდიდი დღეს 4 იანვარს ძლიერი ქარი და თოვა
Levan Kvaracxelia