კლასიკური მუსიკის კონკურსი
თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში გაიხსნა კლასიკური მუსიკის III ეროვნული კონკურსი, რომელსაც ხელოვნების აკადემია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს თანადგომით ახორციელებს. კონკურსში მონაწილეობას იღებენ საქართველოს ყველა რეგიონის სამუსიკო სასწავლებლების II-დან XII კლასის ჩათვლით მოსწავლეები - საფორტეპიანო, სიმებიანი და ჩასაბერი ინტრუმენტების სპეციალობებით. ჟიურის თავმჟდომარეა ხელოვნების აკადემიის რექტორი ვალერიან შიუკაშვილი, ჟიურის წევრები კი საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი, მევიოლინე ირინე იაშვილი და დირიჟორი დავით მუქერია. III ეროვნული კონკურსის გახსნის ცერემონიალი გასული წლის კონკურსის გრან-პრის მფლობელის ნათია ნატროშვილის სოლოკონცერტით დასრულდა. საკონკურსო მოსმენები 10 დეკემბრიდან დაიწყება, ლაურეატთა დაჯილდოვება და კლასიკური მუსიკის III ეროვნული კონკურსის დახურვა კი 16 დეკემბერს, კონსერვატორიის მცირე დარბაზში გაიმართება. http://www.culture.gov.ge/ http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
კლასიკური მუსიკის კონკურსი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კლასიკური მუსიკის კონკურსი
culturegovge culturegovge
კლასიკური მუსიკის კონკურსი “ვიოლინოს გასაღები” 20.5.2022
TV4. ge
რეზი მარშანია - საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი პიანისტი
TV IMEDI
06.06.2018 რუსთავში კლასიკური მუსიკის კონკურსის "ვიოლინოს გა...
RUSTAVI.GOV.GE
კლასიკური მუსიკის ყოველწლიური კონკურსი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კლასიკური მუსიკის ეროვნული კონკურსი
TV IMEDI
სახელმწიფო კონსერვატორიაში კლასიკური მუსიკის ეროვნული კონკურ...
TV IMEDI