კლასიკური მუსიკის კონკურსი

12/10/2012
culturegovge culturegovge-ის მიერ

თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში გაიხსნა კლასიკური მუსიკის III ეროვნული კონკურსი, რომელსაც ხელოვნების აკადემია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს თანადგომით ახორციელებს.

კონკურსში მონაწილეობას იღებენ საქართველოს ყველა რეგიონის სამუსიკო სასწავლებლების II-დან XII კლასის ჩათვლით მოსწავლეები - საფორტეპიანო, სიმებიანი და ჩასაბერი ინტრუმენტების სპეციალობებით.

ჟიურის თავმჟდომარეა ხელოვნების აკადემიის რექტორი ვალერიან შიუკაშვილი, ჟიურის წევრები კი საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი, მევიოლინე ირინე იაშვილი და დირიჟორი დავით მუქერია.

III ეროვნული კონკურსის გახსნის ცერემონიალი გასული წლის კონკურსის გრან-პრის მფლობელის ნათია ნატროშვილის სოლოკონცერტით დასრულდა.

საკონკურსო მოსმენები 10 დეკემბრიდან დაიწყება, ლაურეატთა დაჯილდოვება და კლასიკური მუსიკის III ეროვნული კონკურსის დახურვა კი 16 დეკემბერს, კონსერვატორიის მცირე დარბაზში გაიმართება.

http://www.culture.gov.ge/
http://www.facebook.com/culturegovge
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან