კლასიკური მუსიკის კონკურსი

20.04.2019 01:09

სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრალურ დარბაზში კლასიკური მუსიკის კონკურს-ფესტივალის, „მომავლის ვარსკვლავების“ საზეიმო დასკვნითი გალაკონცერტი და ნომინანტთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. კონცერტში მონაწილეობა სხვადასხვა სამუსიკო სასწავლებლის ახალგაზრდა მუსიკოსებმა მიიღეს. პრიზიორები მაისსა და ივლისში ესპანეთში, იტალიასა და აზერბაიჯანში გასამართ საერთაშორისო კონკურსებზე მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრებიან. ნოემბერში კი ბათუმში, სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, ბახის მუსიკის ფესტივალზე დაუკრავენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: