კულტურის სამინისტროსა და ბრავო რეკორდსის ერთობლივი პროექტი საქართველოს მარგალიტები
25 ოქტომბერს, ბრავო რეკორდსის სტუდიაში გაიმართა პრესკონფერენცია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და „ბრავო რეკორდსის" უნიკალური მუსიკალური პროექტის "საქართველოს მარგალიტები" შესახებ. პრესკონფერენცია გამართეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ, მინისტრის მოადგილემ ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკიმ, ღონისძიებებისა და რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის დირექტორმა მარინა ბერიძემ, პროექტის იდეის ავტორმა ლელა მჭედლიძემ, საოპერო მომღერლებმა ნინო სურგულაძემ, ლადო ათანელმა, თეა დემურიშვილმა და მზია ნიორაძემ, "ბრავო რეკორდსის" პრეზიდენტმა ზაზა შენგელიამ. პროექტი გულისხმობს მსოფლიოში აღიარებული თითქმის ყველა ქართველი საოპერო მომღერლის მიერ შესრულებული მუსიკალური ნაწარმოებების (საოპერო არიების) გაერთიანებას და ერთ ალბომად გამოცემას. ალბომში მოხვდება ცნობილი ქართველი მომღერლების მიერ შესრულებული საოპერო ნაწარმოებები სიმფონიური ორკესტრის თანხლებით. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო იღებს ვალდებულებას თანამედროვე ქართველი საოპერო მომღერლების შემოქმედება ამ ალბომის სახით საგანძურად დარჩეს მომავალ თაობებს, როგორც ოქროს ფონდი და ქართული მუსიკალური კულტურის რელიკვია. მუსიკალური ნაწარმოებები თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სიმფონიური ორკესტრის თანხლებით დასავლური ხარისხის სტანდარტებით "ბრავო რეკორდსის" სტუდიაში ეტაპობრივად ჩაიწერება. პროექტს მთავარი დირიჟორი ჯანლუკა მარჩიანო უხელმძღვანელებს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სტუდიური ჩაწერების დაგეგმვა და ალბომის დიზაინზე მუშაობა. სამომავლოდ იგეგმება ალბომის პრეზენტაცია კონცერტის სახით, რომელიც თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის შენობის გახსნას დაემთხვევა. http://www.culture.gov.ge / culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
კულტურის სამინისტროსა და ბრავო რეკორდსის ერთობლივი პროექტი ს...
culturegovge culturegovge
კულტურის სამინისტროსა და ბრავო რეკორდსის ერთობლივი პროექტი ს...
culturegovge culturegovge
"შინ"- კონცერტი სტუდენტებისთვის
culturegovge culturegovge
ნანი ბრეგვაძის პირველი აუდიო ალბომი
culturegovge culturegovge
ირაკლი ჩარკვიანის ახალი უნიკალური CD ალბომი
culturegovge culturegovge
ირაკლი ჩარკვიანის ახალი უნიკალური CD ალბომი
culturegovge culturegovge
ირაკლი ჩარკვიანის ახალი უნიკალური CD ალბომი
culturegovge culturegovge
ირაკლი ჩარკვიანის ახალი უნიკალური CD ალბომი
culturegovge culturegovge