ირაკლი ჩარკვიანის ახალი უნიკალური CD ალბომი

03/21/2014
culturegovge culturegovge-ის მიერ

21 მარტს, გაიმართა პრესკონფერენცია - ირაკლი ჩარკვიანის საუკეთესო სიმღერებისაგან შემდგარი CD ალბომის გამოცემასთან დაკავშირებით. CD ალბომი სახელწოდებით „The best of KING\" გააერთიანებს ირაკლი ჩარკვიანის საუკეთესო სიმღერებს, ალბომში შევა მუსიკოსის ყველა დროის 12 ჰიტი. მუსიკალურ ალბომს თანდართული ექნება მინი კატალოგი, რომელიც მოიცავს ირაკლი ჩარკვიანის მოღვაწეობის განმავლობაში გადაღებულ ექსკლუზიურ ფოტოებს, ჩანაწერებსა და საუკეთესო ლექსებს.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუსიკალური ნაწარმოებების დასუფთავება და ალბომის დიზაინის კონცეფციის დამუშავება. პროექტზე მუშაობა სავარაუდოდ ერთ თვეში დასრულდება და ირაკლი ჩარკვიანის საუკეთესო სიმღერების კრებულის შეძენა ყველა მსურველს \"ბრავო რექორდსის\" სადისტრიბუციო ქსელში შეეძლება.
პრესკონფერენციას დაესწრნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე - ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი, სამინისტროს ღონისძიებებისა და რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის დირექტორი - მარინა ბერიძე , \"ბრავო რექორდსის\" დამფუძნებელი ზაზა შენგელია, გელა ჩარკვიანი და ქეთათო ჩარკვიანი.
პროექტის მხარდამჭერია - საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრი;
პროექტის სპონსორები - პე-ეს-პე და კავკასუს ონლაინი;
პროექტის ოფიციალური მზღვეველი - სადაზღვევო კომპანია \"არდი ჯგუფი\".

http://www.culture.gov.ge/
  / culturegovge  
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან