#იმედისფერი
საქართველოს, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მალევე მოუწია უმძიმესი ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური კრიზისების გადატანა. შიმშილი, უმუშევრობა, უიმედობა და ბუნდოვანი მომავალი საქართველოს მოქალაქეს ემიგრაციის გზას თუ უტოვებდა მხოლოდ. მთავრობები შეიცვალა, თუმცა სიღარიბის და უთანასწორობის დონე მაინც იმ ნიშნულზეა, რომ ოჯახის გადასარჩენად ქართველ ქალს კვლავაც ემიგრაციაში წასვლა ესახება ერთადერთ გამოსავლად. ურთულესი გზა ქალისთვის - პროფესიაზე, ოჯახზე, სოციალურ სტატუსზე უარის თქმა და უცხო გარემოში გადასახლება;
ოჯახთან, შვილებთან ონლაინ კომუნიკაცია, ისიც მაშინ როცა ამას მოახერხებ, როცა 'ამის დრო გამოინახება'.
2022 წელს იტალიაში ემიგრირებული ქალებისთვის რაღაც უჩვეულო და აქამდე წარმოუდგენელი მოხდა. დაეჭვებული მზერა აღფრთოვანებამ შეცვალა, უხერხული კითხვები - იცი თუ არა მაგალითად ტელევიზორის / სარეცხი მანქანის ჩართვა, ან გაქვთ თუ არა ელექტრო ენერგია ქვეყანაში - საქართველოს მიმართ ინტერესმა და დაუყოვნებლივ მოგზაურობის სურვილმა ჩაანაცვლა. ასეთი რამ ალბათ წიგნში ან ფილმში შეიძლებოდა მომხდარიყო, მაგრამ იმედისფერმა ბიჭმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, ეს ყველაფერი ემიგრანტი ქალების რეალობად აქცია.
ეს ფილმიც ფეხბურთზეა, იმ სპორტზე, რომელიც მილიონობით ჩაგრული და სასოებაწართმეული ადამიანის ხმა და იმედი გამხდარა. როგორც მარადონა იქცა ღარიბი სამხრეთ ამერიკული ქვეყნის ღმერთად, ყველაზე ხმამაღალ სიტყვად არგენტინიდან, რომელიც მთელმა პლანეტამ გაიგო, ხვიჩას ყოველი მატჩიც ხომ ხმამაღალი სიტყვაა?! ემიგრანტების, შვილებს მონატრებული დედების, იმედჩასახული ქალების და კაცების, ღარიბი საქართველოსი, რომელსაც უკეთესი მომავლის რწმენა არასდროს დაუკარგავს!