30 წელი რეფერენდუმიდან


დღეს გამორჩეული თარიღია საქართველოს უახლესი ისტორიისთვის.

30 წლის წინ, ამ დღეს, 70-წლიანი საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობის პროცესის ათვლა დაიწყო. 1991 წლის 31 მარტს, ანუ უზენაესი საბჭოს პირველი მრავალპარტიული არჩევნებიდან ხუთი თვის შემდეგ საქართველოში ისტორიული მნიშვნელობის რეფერენდუმი ჩატარდა. საარჩევნო უბნებთან მისული მოქალაქეების უმრავლესობამ, 3 მილიონ 295 ათას 493-მა ადამიანმა 1918 წლის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენას მხარი დაუჭირა. ცხრა დღის შემდეგ კი მოსახლეობის არჩევანი უზენაესმა საბჭომ დამოუკიდებლობის აქტად აქცია. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან