30 წელი დამოუკიდებლობის რეფერენდუმიდან

31.03.2021 01:00

30 წელი დამოუკიდებლობის რეფერენდუმიდან - 1991 წლის 31 მარტს, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმი გაიმართა, რომლის შედეგების საფუძველზე, უზენაესმა საბჭომ მიიღო დამოუკიდებლობის აქტი.

საქართველოში დასრულდა 70-წლიანი საბჭოთა ოკუპაცია. სარეფერენდუმო ბიულეტენში შეტანილ კითხვას - „თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე? პასუხი „დიახ“ 3 მლნ 295 ათასმა მოქალაქემ აირჩია, რაც კენჭისყრის მონაწილეთა 99,08%-ს შეადგენდა. ეს იყო უკანასკნელი რეფერენდუმი, რომელიც ჩატარდა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის ჩათვლით.

რეფერენდუმიდან ცხრა დღეში, 1990 წლის 9 აპრილს, საქართველოს უზენაეს საბჭოზე, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ, ზვიად გამსახურდიამ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. დღეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან 82 წელი შესრულდა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
EstateHub