31 წელი დამოუკიდებლობის რეფერენდუმიდან
31 მარტი საქართველოს უახლეს ისტორიაში განსაკუთრებული დღეა. 1991 წლის 31 მარტს, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გაიმართა რეფერენდუმი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ, რომლის შედეგების საფუძველზეც, უზენაესმა საბჭომ მიიღო დამოუკიდებლობის აქტი. მთელ საქართველოში, მათ შორის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის უბნებზე მისული 3 326 100 ამომრჩევლიდან 99.08%-მა მხარი დაუჭირა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას. ისტორიული რეფერენდუმის 31-ე წლისთავს ულოცავს მოქალაქეებს საქართველოს პრემიერი-მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში ვკითხულობთ რომ „ამ დღეს სრულიად საქართველომ, მათ შორის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობამ, ხმამაღლა და მკაფიოდ განაცხადა სახელმწიფოებრიობის აღდგენის გადაწყვეტილება. სწორედ ხალხის ამ ერთსულოვანი ნებით იხელმძღვანელა უზენაესმა საბჭომ იმავე წლის 9 აპრილს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღებისას. ამ გამარჯვებისთვის უამრავი ადამიანი იბრძოდა, თუმცა უდავოა, რომ იგი პირველ რიგში საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ნამდვილი სახალხო ლიდერის, ზვიად გამსახურდიას დამსახურებაა. 31 მარტის რეფერენდუმმა მყარი საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობას, შეუქცევადი გახადა სვლა მიზნისაკენ, რომლისთვისაც ქართველთა არა ერთი თაობა იბრძოდა და შრომობდა. მჯერა, რომ დამოუკიდებლობისა და თავისუფლების იდეალების ერთგულება, ხელისუფლებისა და ხალხის ერთიანობა არის გზა, რომელიც მალე მიგვიყვანს ამ მიზნამდე“- წერს ირაკლი ღარიბაშვილი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
31 წელი დამოუკიდებლობის რეფერენდუმიდან
TV IMEDI
30 წელი დამოუკიდებლობის რეფერენდუმიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენაზე ჩატარებული რეფერენდუმი...
Trialeti TV
1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმიდან 31 წელი გავიდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის თაობაზე ჩატარებული...
Mega TV - ტელეკომპანია მეგა
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ზვიად გამსახურდიას...
Radio Atinati
1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმიდან 28 წელი გავიდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
30 წელი რეფერენდუმიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster