საქსტატის განცხადება

19.06.2019 01:04

2019 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან განხორციელებული ექსპორტის მოცულობა გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 14.2 პროცენტით არის გაზრდილი. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-მაისში, საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელდა 360 მლნ დოლარის ექსპორტი, რაც 22 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. მთლიანობაში საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2019 წლის იანვარ-მაისში 2 მილიარდ 26 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40 პროცენტზე მეტია. ექსპორტის ზრდასთან ერთად შემცირებულია იმპორტის მაჩვენებელი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: