უმუშევრობის დონე საქართველოში

20.08.2018 00:51

საქსტატის მონაცემებით, 2018 წლის მეორე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა კვარტალთან შედარებით 1.9 პუნქტით შემცირდა და 12.1% შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის გოგიტა თოდრაძის განცხადებით, შემცირება ძირითადად სეზონური ფაქტორებით არის განპირობებული. სტატისტიკის თანახმად, საქალაქო დასახლებებში უმუშევრობა 18,1%-ია, სოფლად კი 5,9%. რაც შეეხება უმუშევრობას სქესობრივ ჭრილში, ქვეყანაში მცხოვრები ქალების 10,4% და კაცების 13,7% დაუსაქმებელია. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne... გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb

გაზიარება: