არაადამიანური მოპყრობის ორგანიზებაში ბრალდებულის ექსტრადირება განხორციელდა


საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა დ.ჭ.-ს ექსტრადირების თაობაზე დაკმაყოფილდა და გერმანიის სასამართლომ საქართველოს პროკურატურის მიმართვის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება მისი საქართველოში ექსტრადირების თაობაზე.
შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიერ, დღეს საღამოს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან საქართველოში ეტაპირებულ იქნა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე დ.ჭ., რომელიც საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ იძებნებოდა არაერთი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის. ვრცლად: http://pog.gov.ge/news/saqarTvelos-pr...

ვიდეოები „საქართველოს პროკურატურა"-ისგან