ირმა ინაშვილის განცხადება

07.10.2020 01:07

„პატრიოტთა ალიანსმა“ მთავარ პროკურატურაში განცხადება შეიტანა. პარტიის ლიდერის ირმა ინაშვილის თქმით, მათ არაერთხელ მოითხოვეს გამოძიება, რომელიც წინა ხელისუფლების დანაშაულებს ეხება. კონკრეტულად კი 2004-2011 წლებში საქართველოში ადამიანთა წამების, არაადამიანური მოპყრობისა და ციხეებში პატიმრების გაუპატიურების ფაქტების შესახებ. ინაშვილის განცხადებით, 2016 წლის 10 ივნისის დადგენილება პირდაპირ ამბობს, რომ ამ დანაშაულს ორგანიზებას წინა ხელისუფლება უწევდა და ავალდებულებს პროკურატურას რომ გამოიძიოს ეს საქმეები. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: