ზუგდიდში კომპანია „ნატახტარის“ და ასოციაცია „ჩვენი სახლი- საქართველოს“ წარმომადგენლებმა „კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის“
ადვოკატირების კამპანიის ფარგლებში შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე სახელმწიფოს ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდებისთვის მხარდაჭერის საკითხებზე იმსჯელეს. ამასთან მოეწყო ახალი პროგრამის პრეზენტაცია და მოზარდების მხარდაჭერის კუთხით რეგიონებში არსებული ვითარების განხილვა.ასოციაცია „ჩვენი სახლი- საქართველოს“ წარმომადგენლის მანანა ომარაშვილის თქმით, აღნიშნული კომპანია 2011 წლიდან მუშაობს ბენეფიციარებისთვის საჭირო სერვისების მიწოდებაზე და იმ სირთულეების დაძლევაზე რასაც ისინი სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასვლის შემდეგ აწყდებიან.
„ახალგაზრდების სახელმწიფო ზრუნვიდან გასვლის შემდეგ აწყდებიან ისეთ სირთულეებს, როგორიცაა საცხოვრებლის არქონა, შეზღუდული ხელიმსაწვდომობა განათლებაზე, შეზღუდული სოციალიზაცია და დასქამება. ჩვენი ორგანიზაცია აღნიშნულ მოზარდებზე უკვე მეექვსე წელია ზრუნავს. ეს ზრუნვა გამოიხატება იმაში, რომ მათ ფონდ „ნატახტართან“ ერთად ვეხმარებით დაიწყონ დამიუკიდებელი ცხოვრება “, - განაცხდა მანანა ომარაშვილმა.„ნატახტარის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნინო სურმავა მიიჩნევს, რომ ჩამოთვლილი პრობლემების დასაძლევად სახელმწიფო დონეზე დახმარების სისტემისა და პროგრამების შემუშავება მნიშვნელოვანია.
„გამოცდილება გარწმუნებს, რომ ძალიან მცირე რესურსით შეიძლება ჩვენი ბენეფიციარების გაძლიერება და აქტიურად ჩართვა რეგინული განვითარების პროცესში, რასაც ბიუჯეტიდან ძალიან მწირი თანხა სჭირდება. გვინდა, რომ ადგილობრივ თვითმმრველობას გავაცნოთ ჩვენი პროექტი და ერთად გამოვნახოთ რესურსები რითაც შევძლებთ უფრო მეტ ბენეფიციარს გავუწიოთ დახმარება“, - აღნიშნა მან.
სურმავას ინფორმაციით, აღნიშნულ ფონდში თანხები გაყიდული ლიმონათებიდან გროვდება.
„ეს პროცესი წელს 8 ნოემბეს დაიწყო და 8 დეკემბრამდე გრძელდება. აღნიშნული ფონდი ყოველი გაყიდული ლიმონათიდან შესული ერთი თეთრით ახალგაზრდებს ეხმარება ღირსეული ადგილი დაიმკვიდრონ საზოგადოებაში“, - თქვა სურმავამ.როგორც შეხევდრაზე გახდა ცნობილი აღნიშნული მომსახურება 337 ბენეფიციარს უკვე გაეწია. შეხვედრას თვითმმართველი ორგანოების, არასამთავრებო და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI
Google +: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/