რამდენად შეძლებს ოპოზიცია დაანონსებული ერთიანობის შექმნას მაშინ, როცა არსებულ კოალიციებთან დაკავშირებით რადიკალურად განსხვავებული პოზიციები აქვთ. გადის თუ არა წითელი ხაზი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობაზე პარტია „საქართველოსთვის“ - კამათი ამ თემაზე მიხეილ დაუშვილსა და ანი წითლიძეს შორის ერთ-ერთ ტელეეთერში სიტყვიერ შეურაცხყოფაში გადაიზარდა. წითლიძემ პარტია „საქართველოსთვის“ წევრს რეგიონულ საკრებულოებში ორ პარტიას შორის კოალიცია შეახსენა და განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იძულებული გახდა, რომ პარტია „საქართველოსთვის“ წევრებთან გაეკეთებინა კოალიცია, რადგან საკრებულოებში სხვა ოპოზიციური პარტიები ვერ შევიდნენ. მიხეილ დაუშვილმა კი განაცხადა, რომ მათ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიცია არ აქვთ. „ნაციონალურ მოძრაობას“, შეიძლება, ჩვენთან აქვს კოალიცია, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს მათთან, დიდი ბოდიში, მაგრამ გამოგიყენეთ“, – აღნიშნა დაუშვილმა. რაზეც წითლიძემ პარტია „საქართველოსთვის“ წევრებს ნაძირლები უწოდა. მომხდარს პოლიტიკოსები აფასებენ.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.