ფონდი „ქართუს“ გადაწყვეტილება

16.04.2020 02:47

საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ქართულმა კომპანიამ სამედიცინო პირბადეების წარმოება დაიწყო. ადგილობრივი წარმოების პირველ 4 მლნ სამედიცინო პირბადეს, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მომარაგების მიზნით, ფონდი „ქართუ“ შეიძენს და სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცემს. ქართული კომპანია „რესპირატორი“ დღე-ღამეში საერთაშორისო სტანდარტების, უმაღლესი ხარისხის, სამშრიანი 250 000-მდე სამედიცინო ნიღბის წარმოებას შეძლებს. საჭირო ნედლეულის დეფიციტის პირობებში, კომპანიამ მასალის საქართველოში ჩამოტანა საქართველოს მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის მხარდაჭერით შეძლო. წარმოების დაწყების პროცესს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ჯანდაცვის მინისტრთან და ფონდი „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესთან ერთად გაეცნო. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: