ფონდი „ქართუს“ გადაწყვეტილება


საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ქართულმა კომპანიამ სამედიცინო პირბადეების წარმოება დაიწყო. ადგილობრივი წარმოების პირველ 4 მლნ სამედიცინო პირბადეს, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მომარაგების მიზნით, ფონდი „ქართუ“ შეიძენს და სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცემს. ქართული კომპანია „რესპირატორი“ დღე-ღამეში საერთაშორისო სტანდარტების, უმაღლესი ხარისხის, სამშრიანი 250 000-მდე სამედიცინო ნიღბის წარმოებას შეძლებს. საჭირო ნედლეულის დეფიციტის პირობებში, კომპანიამ მასალის საქართველოში ჩამოტანა საქართველოს მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის მხარდაჭერით შეძლო. წარმოების დაწყების პროცესს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ჯანდაცვის მინისტრთან და ფონდი „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესთან ერთად გაეცნო.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან