სამხედრო დაპირისპირება რუსეთში
არ დავუშვებთ, რომ სამოქალაქო ომი განმეორდეს, – ამის შესახებ ცოტა ხნის წინ რუსეთის პრეზიდენტმა საგანგებო მიმართვისას განაცხადა. ვლადიმერ პუტინმა რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის ქმედებებს ღალატი უწოდა და განაცხადა, რომ მოსკოვის რეაგირება მკაცრი იქნება. პრეზიდენტის თქმით, მან რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უბრძანა, გაანეიტრალონ ისინი, ვინც შეიარაღებული ამბოხი მოაწყო. პუტინის თქმით, ყველას, ვინც გაცნობიერებულად დაადგა ღალატის გზას, ამზადებდა შეიარაღებულ ამბოხს, იყენებს შანტაჟსა და ტერორისტულ მეთოდებს, გარდაუვალი სასჯელი დაეკისრება, პასუხს აგებს კანონისა და ხალხის წინაშე. ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა მისი მებრძოლების ბანაკებზე დარტყმების განხორციელებაში დაადანაშაულა. პრიგოჟინმა განაცხადა, რომ იწყებს სამართლიანობის მარშს მოსკოვზე, რათა შეაჩეროს „ბოროტება, რომელსაც ატარებს ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა“. რუსეთის უსაფრთხოების სამსახურმა ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხებისკენ მოწოდების ბრალდებით, სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრა. რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დედაქალაქში, ასევე მოსკოვისა და ვორონეჟის ოლქებში კონტრტერორისტული რეჟიმი გამოცხადდა. მოსკოვში გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
შიდა სამხედრო დაპირისპირება რუსეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შიდა სამხედრო დაპირისპირება რუსეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შიდა სამხედრო დაპირისპირება რუსეთში - გამოხმაურება პოლიტიკურ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსულ-უკრაინული კონფლიქტი გრძელვადიან გლობალურ განზომილებაში...
Zaza Tsotniashvili
სამხედრო დაპირისპირება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
42° პარალელი - მსოფლიო მარველის კომიქსების დამაარსებელ სტენ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მსოფლიო პოლიტიკა 2022 - რით იყო გამორჩეული 2022 წელი მსოფლი...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საომარი მოქმედებების მეთერთმეტე დღე უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster