მსოფლიო პოლიტიკა 2022 -  რით იყო გამორჩეული 2022 წელი მსოფლიოსთვის

31.12.2022 10:01

რით იყო გამორჩეული 2022 წელი მსოფლიოსთვის. მიმდინარე წელს მთავარი გლობალური გამოწვევა, „კოვიდ-19“, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, რუსეთ-უკრაინის ომმა ჩაანაცვლა. რუსეთის არაპროვოცირებული შეჭრით უკრაინის ტერიტორიაზე, მსოფლიო დღის წესრიგი რადიკალურად შეიცვალა. უკვე 300-ს დღეზე მეტია, მთელი უკრაინის მასშტაბით ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. დაღუპულია ათასობით სამხედრო და სამოქალაქო პირი. რეგიონში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტი მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. მიუხედავად არაერთი მცდელობისა, დაპირისპირებული მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომას ამ დრომდე ვერ ახერხებენ. შესაბამისად, ისევ პასუხგაუცემელია მთავარი კითხვა - როდის დასრულდება ბოლო პერიოდის ყველაზე დიდი სამხედრო დაპირისპირება.  ომის სისასტიკესთან ბრძოლამ ევროპა კიდევ ერთი გამოწვევის წინაშე დააყენა - რუსეთისთვის დაწესებული მძიმე საერთაშორისო სანქციების პასუხად, ევროკავშირის ქვეყნები მწვავე ენერგეტიკული კრიზისის წინაშე აღმოჩნდნენ. გამოწვევის დაძლევას ევროპა რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შემცირების გზით და ალტერნატიული წყაროების მოძიებით ცდილობს. 2022 წელი მძიმე აღმოჩნდა დიდი ბრიტანეთისთვის - 8 სექტემბერს გაერთიანებულ სამეფოში დედოფალ ელისაბედ მეორის 70-წლიანი ეპოქალური მმართველობა დასრულდა. ფართომასშტაბიანი გამოსვლებისა და შიდა პოლიტიკური მღელვარების გამო, მიმდინარე წელი გამორჩეული აღმოჩნდა ირანისთვისაც. თამთა რუხაძე შეაჯამებს 2022 წლის მთავარ საერთაშორისო მოვლენებს - რით იყო ეს წელი გამორჩეული. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

რუსული წვრთნები უკრაინის საზღვარზე, მოსალოდნელი დიდი ომი და დასავლეთის ორად გაყოფილი ომის მოტივაცია.
04:48

რუსული წვრთნები უკრაინის საზღვარზე, მოსალოდნელი დიდი ომი და...

მსოფლიო პოლიტიკა - World Politika

ამერიკის და რუსეთის გვერდით ცხოვრება სპილოსთან ერთ საწოლში წოლას უდრის - ჯონ მირშაიმერი
02:08

ამერიკის და რუსეთის გვერდით ცხოვრება სპილოსთან ერთ საწოლში წ...

მსოფლიო პოლიტიკა - World Politika

ერდოღანის მოსახლეობის პოლიტიკა
08:35

ერდოღანის მოსახლეობის პოლიტიკა

პირველი არხი - 42-ე პარალელი

სამარყანდი 2022 - აზიური გადალაგება
11:35

სამარყანდი 2022 - აზიური გადალაგება

პირველი არხი - 42-ე პარალელი

42°პარალელი - უსაფრთხოების კრიზისი უკრაინაში

42°პარალელი - უსაფრთხოების კრიზისი უკრაინაში

პირველი არხი - 42-ე პარალელი

42°პარალელი - რატომ უნდა ვიფიქროთ მაკროეკონომიკურად?
18:05

42°პარალელი - რატომ უნდა ვიფიქროთ მაკროეკონომიკურად?

პირველი არხი - 42-ე პარალელი

#1.პანდემია - გამიზნული მსოფლიო პოლიტიკა!. პროფესორი დენიზა სუმბაძე PKTV'ესკულაპში' ზ.როჭიკაშვილთან
57:31

#1.პანდემია - გამიზნული მსოფლიო პოლიტიკა!. პროფესორი დენიზა...

PK TV2

42°პარალელი - „ახალი ეპოქა\" ჩინეთში
21:54

42°პარალელი - „ახალი ეპოქა" ჩინეთში

პირველი არხი - 42-ე პარალელი

ყველა ვიდეო