პროკურატურის შუამდგომლობით კიდევ ერთი პოლიტპატიმარი გამართლდა

01.10.2018 00:34

პროკურატურის შუამდგომლობით კიდევ ერთი პოლიტპატიმარი გამართლდა, ხოლო სამ დაზარალებულ მოქალაქეს უკანონოდ ჩამორთმეული მიწის ნაკვეთები დაუბრუნდება. საუბარია 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის მონაწილე დავით ტატიშვილზე, რომელსაც ახალი გამოძიების ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალებები ჩაუდეს და პოლიტიკური ნიშნით დააპატიმრეს. რაც შეეხება ქონებას, პროკურატურის ინფორმაციით, 2009-2010 წლებში მაშინდელი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ეკონომიკის სამინისტრომ გააყალბა დოკუმენტაცია და სამ ადგილობრივს ანაკლიაში მიწის ნაკვეთი ისე ჩამოართვა, რომ მათთვის კომპენსაცია არ გადაუხდიათ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო