განაჩენის გადასინჯვა
საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ხელახალი გამოძიების შედეგად, პროკურატურა, თაღლითობისთვის მსჯავრდებულ ზურაბ აბზიანიძის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით, სააპელაციო სასამართლოს მიმართავს. ზურაბ აბზიანიძე 2007 წლის 16 მაისს თაღლითობის ფაქტზე დააკავეს და აღკვეთის ღონისძიების სახით, გირაო 20 000 ლარი პატიმრობის უზრუნველყოფით შეეფარდა. ახალი გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებებით კი დადგინდა, რომ ზურაბ აბზიანიძე საერთოდ არ იცნობდა დაზარალებულს. დაკავებამდე არასდროს შეხვედრია მას და შესაბამისად, მისთვის არანაირი თანხა არ გამოურთმევია. აღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურატურამ ყოფილი მსჯავრდებულის მიმართ გამოიტანა დადგენილება, მსჯავრდებულის უფლებების არსებითად დარღვევის შესახებ და სააპელაციო სასამართლოს ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით მიმართავს. ასევე, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა სამეგრელოს რეგიონში ქონების უკანონოდ ჩამორთმევის მორიგი ფაქტი გამოავლინა და დაზარალებულის უფლებების აღდგენის მიზნით, მისთვის კუთვნილი ქონებების დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. კიდევ ერთი საქმე, რომელზეც პროკურატურამ გადაწყვეტილება მიიღო, ანაკლიაში 2 000 ჰექტარი მიწის საკითხს შეეხებოდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
განაჩენის გადასინჯვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე განაჩენის გადასინჯვა გრძელდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უკანონო გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ე.წ. ფოტოგრაფების საქმის გადასინჯვა დასკვნით ეტაპს უახლოვდებ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის და უკანონოდ ჩამორთმეული...
საქართველოს პროკურატურა
პროკურატურამ გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის და ნაკვეთე...
საქართველოს პროკურატურა
პროკურატურამ გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის და ქონების...
საქართველოს პროკურატურა
სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დე...
საქართველოს პროკურატურა