თელავის გამგებლის მსურველთა რეგისტრაცია


თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის ვაკანსიაზე განცხადებების მიღება გრძელდება. რეგისტრაციის პროცესი 26 ივნისს დასრულდება. ამ დროისთვის, გამგებლის პოზიციის დაკავების მიზნით, სულ 52 განაცხადია შესული. აქედან ექვსი მსურველი თელავის მუნიციპალიტეტის მცხოვრებია, ხოლო დანარჩენი 46 - საქართველოს სხვა რეგიონების მკვიდრი. სპეციალურ კომისიაში, რომელიც 6 წევრისგან შედგება, ძირითადად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები არიან გაწევრიანებული. საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე დიმიტრი ბოჭორიძე იქნება, რომელიც ამჟამად საკრებულოს თავმჯდომარეა. ცნობილია, რომ ახალი გამგებლის შერჩევა, სავარაუდოდ, განაცხადების მიღების დასრულების შემდეგ,10 ივლისამდე მოხდება.

ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/14woNfC

ვიდეოები „ტელეკომპანია თანამგზავრი"-ისგან