„გაიღე სისხლი და გადაარჩინე სიცოცხლე" - საქველმოქმედო აქცია თელავში


„გაიღე სისხლი და გადაარჩინე სიცოცხლე\" - ამ სახელწოდებით დღეს საქართველოს ცენტრალურმა სისხლის ბანკმა „მედ-ინვესტ-ჯორჯიამ\" თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საქველმოქმედო აქცია ჩაატარა. ღონისძიება მთელი საქართველოს მასშტაბით ტარდება და მასში ადგილობრივი თვითმმართველობები და სახელმწიფო რწმუნებულთა ადმინისტრაციებია ჩართული.
საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობის მიღება ნებაყოფლობითი იყო. დღეს სისხლი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებმა და აქციაში მონაწილეობის მსურველმა მოქალაქეებმა ჩააბარეს.

ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1ihmd5q

ვიდეოები „ტელეკომპანია თანამგზავრი"-ისგან