საქართველო-მოლდოვა-უკრაინის თანამშრომლობა

19.12.2018 03:44

საქართველო-მოლდოვა-უკრაინა - სამი ქვეყანა კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისთვის და აგრესიის შედეგებთან გამკლავებისთვის ერთიანდება. თბილისში იმყოფება რეინტეგრაციის საკითხებში მოლდოვას ვიცე პრემიერი და უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხების მინისტრი. სამმა სახელმწიფომ, რომლებიც პარალელურად ევროკავშირის ასოცირებული ქვეყნები არიან, ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. საქართველოში მიმდინარე ოკუპაცია მაღალი რანგის სტუმრებმა დღეს საკუთარი თვალით ნახეს. მინისტრებთან ერთად, სოფელ ოძისში ქეთი ქარდავა იმყოფებოდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: