მზადება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის


სამიტი, რომელმაც ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი უნდა განსაზღვროს.

საქართველო ბრიუსელის ახალი გზავნილების მოლოდინში. ხვალ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი იხსნება. ახლა საინტერესოა, რა ჩაიწერება სამიტის ბოლოს პოლიტიკურ დეკლარაციაში და რამდენად დაემთხვევა იქ არსებული ჩანაწერები ქართული მხარის პროგნოზებს. საქართველო, უკრაინა და მოლდოვა, როგორც ასოცირებული ტრიოს წევრები, დეკლარაციაში ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესის აღიარებას ელოდებიან. ოფიციალური თბილისის მოლოდინია, რომ ხვალინდელმა სამიტმა ევროკავშირის ბაზრებზე წვდომის და ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით ახალ შესაძლებლობებს და თანამშრომლობის ახალ ფორმატს უნდა გაუხსნას გზა. ევროკავშირთან ერთად ქართული მედიის ყურადღების ცენტრში იქნება ნატოს შტაბბინაც - საქართველოს პრემიერ-მინისტრს ხვალ ალიანსის გენერალური მდივანი მიიღებს. ნატოს გაფართოების წინააღმდეგ რუსეთის ბოლოდროინდელი მუქარის და უკრაინის საზღვართან დაძაბულობის ფონზე, ხვალინდელი შეხვედრის და სამიტის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო იზრდება. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან