აქცია ხაშურში

15.10.2018 01:29

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართა ხაშურში. მერიის წინ, სკვერში შეკრებილი აქციის მონაწილეები ადგილობრივი ხელისუფლებისგან მეტ ყურადღებას და სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას ითხოვენ. შეკრებილ მოსახლეობას შორის არიან სტიქიის შედეგად დაზარალებულებიც. პარალელურად აქცია მიმდინარეობდა ჩუმათელეთში, სადაც მოსახლეობა გაძვირებული სამარშრუტო ტაქსის ფასს აპროტესტებდა. ჩუმათელეთები გზის საფარის დაგებას, სანიაღვრე არხების მოწესრიგებასა და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის ურნების დადგმასაც მოითხოვდნენ. მათ ხაშურის მერმა უპასუხა. გიორგი გურასპაშვილი​ს თქმით, პრობლემების მოგვარებაზე მუშაობა უკვე დაწყებულია. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: