„ნაციონალური მოძრაობა“ რეგიონებში აქციებს განაგრძობს

14.02.2023 02:18

საპროტესტო აქცია გაიმართა ფოთის მერიის წინ. აქციის მონაწილეებმა ტრანსპარანტებითა და საყვირებით გამოხატეს პროტესტი და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება მოითხოვეს. მათი თქმით, სჯერათ, რომ ბრძოლა შედეგის მომტანი იქნება. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ თბილისში საპროტესტო აქცია ბევრად უფრო ფართომასშტაბიანი იქნება. „თავისუფლება მიშას“, „მიშამ უნდა იცოცხლოს“ - ამ შინაარსის მოწოდებებით, „ნაციონალური მოძრაობის“მხარდამჭერებმა პატიმარ სააკაშვილს მხარდაჭერა ლაგოდეხშიც გამოუცხადეს. ლევან ბეჟაშვილის თქმით, ამ ეტაპზე ხალხის რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან აქციის მთავარი მიზანია, ხელისუფლება აიძულონ, შეასრულოს საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნა და მიაღწიონ საბოლოო შედეგს. აქციას კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტიდან ჩამოსული 70-მდე ადამიანი ესწრებოდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და მხარდამჭერებმა აქცია გამართეს ხაშურშიც. პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა და პარტიის ლიდერებმა შეკრებილებს მიმართეს და პატიმარი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება მოითხოვეს. ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, „პრეზიდენტ სააკაშვილის მკვლელობაზე ხელმოწერა ნიშნავს ევროპული პერსპექტივის დასამარებას“ და მისი გათავისუფლების მოთხოვნით, რეგიონების შემდეგ მასშტაბური აქცია უკვე დედაქალაქში გაიმართება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

თბილისსა და რეგიონებში „ნაციონალური მოძრაობა“ აქციებს მართავენ
00:57

თბილისსა და რეგიონებში „ნაციონალური მოძრაობა“ აქციებს მართავ...

TV IMEDI

„ნაციონალური მოძრაობა“ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას ითხოვს
04:12

„ნაციონალური მოძრაობა“ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას ითხოვს

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„ნაციონალური მოძრაობის“ აქციები რეგიონებში
00:39

„ნაციონალური მოძრაობის“ აქციები რეგიონებში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ოპოზიციის სამოქმედო გეგმა
07:26

ოპოზიციის სამოქმედო გეგმა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ოპოზიციის აქცია ზუგდიდში
03:46

ოპოზიციის აქცია ზუგდიდში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

სააკაშვილი ოპოზიციას პარლამენტის დატოვებისკენ და აქციებისკენ მოუწოდებს
07:21

სააკაშვილი ოპოზიციას პარლამენტის დატოვებისკენ და აქციებისკენ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური გეგმა
06:04

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური გეგმა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„ნაციონალური მოძრაობის“ აქციები რეგიონებში
02:49

„ნაციონალური მოძრაობის“ აქციები რეგიონებში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო