ავტობანის მშენებლობაზე მომუშავე მძღოლების მოთხოვნა

02.06.2019 01:24

ცენტრალური ავტობანის მშენებლობაზე მომუშავე 11 მძღოლი კომპანია „სინო ჰიდროსგან“ ნამუშევარი თანხის ანაზღაურებას ითხოვენ. მძღოლები ამბობენ, რომ კომპანიამ კონკრეტული პირობით აიყვანა და 15 დღეში 3500 ლარი უნდა მიეღოთ ანაზღაურების სახით. მათი ინფორმაციით, მძღოლებმა მუშაობა აზერბაიჯანის მოქალაქე ბელა მუსტაფაევასთან სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე დაიწყეს და ჩინურ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმებული არ აქვთ. მძღოლები ამბობენ, რომ კომპანიამ თანხა შუამავალს დაურიცხა. ამ წუთებში 11 მძღოლი, რომლებიც სავარაუდოდ თაღლითური გარიგების მსხვერპლნი არიან, შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონულ სამმართველოში არიან დაკითხვაზე. პოლიციაში ასევე იმყოფებიან კომპანია „სინო ჰიდროს“ წარმომადგენლები. დაზარალებულმა მძღოლებმა აქცია კომპანიის შენობასთან ხაშურში გამართეს. პოლიციაში კი ისინი დაკითხვაზე ჩინური კომპანიის მიერ პოლიციის გამოძახების შემდეგ გადაიყვანეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სუფსის პოლიციის უფროსის მოადგილე  ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა
00:23

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სუფსის პოლიციის უფროსის მოადგილე...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ავტობანის მშენებლობაზე დაშავებული მუშის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
01:39

ავტობანის მშენებლობაზე დაშავებული მუშის ჯანმრთელობის მდგომარ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულების საპროტესტო აქცია - რა მოთხოვნები აქვთ მუშებს
01:25

ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულების საპროტესტო აქცია - რა...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულების აქცია
00:59

ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულების აქცია

TV IMEDI

ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული მძღოლები ამტკიცებენ, რომ კუთვნილი ხელფასი არ მიუღიათ
01:26

ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული მძღოლები ამტკიცებენ, რომ...

Maestro Television

რიკოთის მშენებლობაზე დასაქმებული მძღოლების გაფიცვა
01:38

რიკოთის მშენებლობაზე დასაქმებული მძღოლების გაფიცვა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულების პროტესტი
03:00

ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულების პროტესტი

Formula News

ბობობოყვათში ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულები გაიფიცნენ
03:16

ბობობოყვათში ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულები გაიფიცნენ

Ajara TV

ყველა ვიდეო