აშშ-ის პრეზიდენტი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სამხედრო მოქმედებებს ეხმაურება


აშშ-ის პრეზიდენტი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სამხედრო მოქმედებებს ეხმაურება. თეთრი სახლის ლიდერი აცხადებს, რომ სიტუაციას ყურადღებით აკვირდება. დაპირისპირებულ მხარეებს აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა. კონფლიქტის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რომ აშშ უმკაცრესად გმობს ძალადობის ესკალაციას.

სახელმწიფო დეპარტამენტი მხარეებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ძალადობა და პირდაპირი კომუნიკაციის არხები გამოიყენონ. სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს ესაუბრა საფრანგეთის პრეზიდენტიც. კონფლიქტის მხარეებთან მოლაპარაკებას გეგმავს გაერო-ს გენერალური მდივანი. ანტონიუ გუტერეში გმობს ძალის გამოყენებას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში და მწუხარებას გამოთქვამს დაღუპულების გამო.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან