ეპიდემიური ვითარება საქართველოში

25.12.2021 05:29

ბოლო 24 საათში საქართველოში კიდევ 74 კოვიდპაციენტი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 443 მოქალაქე ემსხვერპლა. გასულ დღე-ღამეში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა და დადებითობის მაჩვენებელი კი შემცირებულია. გამოვლინდა 2 090 ახალი შემთხვევა, დადებითობის მაჩვენებელი კი 4.3 პროცენტია. ინფიცირების ახალი შემთხვევიდან, ყველაზე მეტი, 946 თბილისში დაფიქსირდა. შემდეგ მოდის იმერეთი, 309 ახალი შემთხვევით და აჭარა, 155 ინფიცირებულით. ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 31 216 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც საავადმყოფოებში 5 157 ადამიანი მკურნალობს. როგორ აფასებენ ეპიდვითარებას სპეციალისტები - თამარ ნადარეიშვილი ესაუბრა მედიკოსებს და ახლა მათ პროგნოზებს და შეფასებებს პირდაპირ ეთერში გაგვაცნობს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: