ეპიდემიური ვითარება საქართველოში

17.07.2021 00:42

22 გარდაცვლილი და 1800-ზე მეტი ინფიცირებული - ასეთია ბოლო 24 საათის მონაცემები საქართველოში. კორონავირუსის შემთხვევები მატულობს, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 5.17 პროცენტია.

დღეს გამოვლენილი ახალი შემთხვევიდან თბილისში აღირიცხა 1 046 შემთხვევა, აჭარაში - 161, იმერეთში - 123, ქვემო ქართლში - 97, შიდა ქართლში - 78, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 74, კახეთში კი 111, დანარჩენი მონაცემები სხვა რეგიონებზე ნაწილდება. ამ ეტაპზე ინფიცირების 17 313 აქტიური შემთხვევაა, მათგან 4 135 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს, 805 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
GM Sunshine