ეპიდემიური ვითარება საქართველოში

06.03.2021 00:49

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში „კოვიდ-19“-ით გამოწვეული გართულებები კიდევ ოთხი მოქალაქის დაღუპვის მიზეზი გახდა. გამოვლინდა ინფიცირების 355 ახალი შემთხვევა. ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 20 ათასამდე კვლევა. გამოჯანმრთელდა 91 პაციენტი. 5 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.8 %, ბოლო 14 დღის - 1.6 %, ხოლო 7 დღის - 1.44%. ინფიცირების 355 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 176 შემთხვევა, აჭარა - 17, იმერეთი - 48, ქვემო ქართლი - 8, შიდა ქართლი - 30, გურია - 14, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 23, კახეთი - 19, მცხეთა-მთიანეთი - 6, სამცხე-ჯავახეთი - 4, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი - 10. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: