ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ სოციალური კამპანია სამცხე-ჯავახეთში


ინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის ინიციატივით დაწყებულ, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალურ კამპანიას – „არა ძალადობას!“ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები შეუერთდნენ. შსს-ს და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ სპეციალურად შექმნილი ერთობლივი სამუშაო ჯგუფის წევრებმა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეკრებილ სტუდენტებს კამპანიის მიზანი და მნიშვნელობა გააცნეს.
სამუშაო ჯგუფის წევრებმა – შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამართველოს ახალციხის რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელმა ნონა გიქოშვილმა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფსიქოლოგმა ნინო ნადირაძემ და არასამთავრობო ორგანიზაცია „ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი“-ს წარმომადგენელმა მარეხ კირთაძემ მოსწავლეებს განუმარტეს, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლს კანონი იცავს, მოძალადე კი ისჯება.
სიახლის სრულად სანახავად გადადით შემდეგ ლინკზე:
http://goo.gl/iwazq3

ვიდეოები „შინაგან საქმეთა სამინისტრო"-ისგან