რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის წინააღმდეგ 7 სარაკეტო და 25 საავიაციო იერიში მიიტანეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის არმიის გენშტაბი ავრცელებს. უკრაინის თავდაცვის უწყების ცნობით, თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები პოზიციებს იკავებენ და მტერს უკრაინის ტერიტორიაზე ღრმად შეღწევის საშუალებას არ აძლევენ. რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხარკოვის, კრამატორსკის და ზაპოროჟიეს რაიონები დაბომბა. უკრაინული მედია სამი დაღუპულის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. უკრაინის დასახლებების დაბომბვის მიუხედავად, ფრონტის ხაზზე ოკუპანტები ნელ-ნელა უპირატესობას კარგავენ. უკრაინის არმიის დანაყოფებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში მტერს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს. მოკლულია 450-ზე მეტი რუსი სამხედრო, განადგურებულია 20 ტანკი და ერთ სამხედრო თვითმფრინავი. უკრაინის არმიამ ქვეყნის სამხრეთში რამდენიმე დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ამ ტერიტორიების შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი, რათა არ მოხდეს ოკუპანტების მიერ მასიური დაბომბვა. უკრაინის არმიის გენშტაბის ცნობით, ქვეყნის შეიარაღებული ძალების სამხედროებმა გაანადგურეს მტრის ცოცხალი ძალის მნიშვნელოვანი რაოდენობა დონეცკის მიმართულებით. ამასთან, უკრაინული მედია წერს, რომ სახმელეთო დაჯგუფებების მოქმედებების მხარდასაჭერად, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ განახორციელა 10-მდე დარტყმა, რომლის დროსაც განადგურდა რუსული სამხედრო ტექნიკა და საჰაერო თავდაცვის სისტემები.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.