კარასინის განცხადება - შეფასებები
საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე მოსკოვის რეაქციას, „ხისტს, თუმცა ადეკვატურ ზომას“ უწოდებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. ამის შესახებ კარასინმა რუსულ გამოცემა „კომერსანტთან“ ინტერვიუში განაცხადა. რუსი დიპლომატის თქმით, რუსეთის მოქალაქეებს აქვთ უფლება, თავად გადაწყვიტონ, სურთ თუ არა საქართველოში გამგზავრება ასეთ პირობებში, „თუმცა სახელმწიფოს ამოცანაა, იყოს ხალხის უსაფრთხოებისა და სიმშვიდის სადარაჯოზე“. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, მოსკოვი ელოდება საქართველოში ვითარების ნორმალიზებას, რუსოფობიური კამპანიის შეწყვეტას და რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის საშიშროების აღმოფხვრას, რის შემდეგაც შეზღუდვების გაუქმებაზე იფიქრებს. კარასინი ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთი განიხილავდა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას, თუმცა განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ეს საკითხი კიდევ გადავადდა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებებს პარლამენტში ეხმაურებიან. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
კარასინის განცხადება - შეფასებები თბილისში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გრიგორი კარასინის განცხადება - შეფასებები ქართულ პოლიტიკურ ს...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მორიგი მუქარა კრემლიდან
TV IMEDI
შეფასებები გრიგორი კარასინის განცხადებაზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ექსპერტები ჟენევის მოლაპარაკებების 46-ე რაუნდს აფასებენ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გრიგორი კარასინის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გრიგორი კარასინის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ახალი 12 | კარასინის განცხადება | 15.12.12
GeoArchive