გრიგორი კარასინის განცხადება

13.02.2020 03:20

ოპოზოცია ხელისუფლებას მოუწოდებს, არ შემოუშვან ქვეყანაში ის პირები, რომლებსაც ოკუპაციის კანონი დარღვეული აქვთ. წინააღმდეგ შემთხვევაში დაიწყება საპროტესტო გამოსვლები. საუბარია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე, რომელიც თბილისში ჩატარდება და მონაწილობა რუსეთმაც უნდა მიიღოს. განსხვავებულია ნინო ბურჯანაძის პოზიცია, რომელიც თვლის, რომ დელეგაციის მიღების გარდა საქართველომ აქტიური დიალოგიც უნდა დაიწყოს. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ხელისუფლება ამ საკითზე გადაწყვეტილებას კანონმდებლობის შესაბამისად და საერთაშორისო პარტნიორებთან შეთანხმების შემდეგ მიიღებს. შეგახსენებთ, რუსეთი თბილისში დაგეგმილ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ განცხადება გრიგორი კარასინმა გააკეთა. მისი თქმით ამ  ეტაპზე უცნობია, ვინ იქნება დელეგაციის შემადგენლობაში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო