შეფასებები გრიგორი კარასინის განცხადებაზე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე რუსი კოლეგის განცხადებებს ეხმაურება. მოსკოვი საქართველო-რუსეთს შორის არსებულ ფორმატებს შანტაჟისთვის იყენებს,- ასეთია დავით დონდუას მოკლე შეფასება გრიგორი კარასინის იმ განცხადებებზე, სადაც რუსი დიპლომატი მუქარის შემცველ გზავნილებს აჟღერებს. ლავროვის უწყების მაღალჩინოსანი ამბობს, რომ კრემლი ადეკვატურად უპასუხებს ნატო-ს ძალების მონაწილეობით საქართველოში მიმდინარე სამხედრო სწავლებებს. ის ასევე პროვოკაციულს უწოდებს ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას და აცხადებს, რომ მისი არსებობა ნეგატიურად აისახება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფორმატზე. გაგრძელდება თუ არა გალის შეხვედრები, უცნობია. არსებული ცნობით, ერგნეთში ჯგუფი ნოემბერში უნდა შეიკრიბოს. გრიგორი კარასინი აფასებს ჟენევის მოლაპარაკებებს და ყურადღებას ლუგარის ლაბორატორიის საკითხზეც ამახვილებს. მისი თქმით, მოსკოვისთვის მიუღებელია მსგავსი ლაბორატორიის მუშაობა მის საზღვრებთან და იგი გეგმავს მიმართოს გაერო-ს. კარასინს ქართველი კანონმდებლებიც პასუხობენ. დეპუტატები ამბობენ, რომ საქართველოს საკითხი ყველა საერთაშორისო არენაზე უმაღლეს დონეზე უნდა იყოს განხილული. კრემლის პოლიტიკას კი თბილისმა საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა და ევროატლანტიკური ინტეგრაცია უნდა დაუპირისპიროს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
გრიგორი კარასინის განცხადება - შეფასებები ქართულ პოლიტიკურ ს...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ექსპერტები ჟენევის მოლაპარაკებების 46-ე რაუნდს აფასებენ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეფასებები დავით გარეჯის საკითხზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეფასებები
TV 25
შეფასებები
TV 25
შეფასებები მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეფასებები NGO-ების შუალედურ ანგარიშებზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეფასებები ლავროვის განცხადებაზე
Formula News