კახეთის გუბერნატორი თელავის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა
06/03/2014
ტელეკომპანია თანამგზავრი-ის
მიერ
კახეთის გუბერნატორი დღეს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს და სტუდენტებს შეხვდა. ირაკლი შიოლაშვილმა დამსწრე საზოგადოებას ანგარიში იმის შესახებ წარუდგინა, თუ რას აკეთებს სამხარეო ადმინისტრაცია და რა გეგმები აქვს სამომავლოდ. გუბერნატორი შეხვედრის მონაწილეებს იმ პროექტებზე ესაუბრა, რომელიც კახეთში მიმდინარეობს.
როგორც ირაკლი შიოლაშვილმა განაცხდა, ის უნივერსიტეტთან მომავალში უფრო ახლო თანამშრომლობას გეგმავს. გუბერნატორი აპირებს, ყველა ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდეს, მათი მოსაზრებები მოისმინოს და ერთად შეიმუშაონ ის ხედვა, რომელიც ქვეყნის განვითარებაში წვლილს შეიტანს.
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1rJ1nTY